Akog

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
11
Active ads
0
Depth
Published
2019/07/23

About

უმაღლესი ხარისხის ყველასთვის ცნობილი გამათბობლების ბრენდი Akog, ექსკლუზიურ ფასად. ონლაინ საბანკო განვადებით მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პირობებით. ადგილზე მიტანის უფასო სერვისი Akog თქვენი ბინის ეკონომიურადა და უსაფრთხოდ გასათბობად Akog უკრაინული ფირმის გაზის გამათბობელია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 10 ქვეყანაში და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. Akog გაზის გამათბობლების მთავარი უპირატესობა მომხმარებლების მხრიდან მრავალწლიანი ნდობის ფაქტორია, რომელიც გამოწვეულია მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. სანამ უშუალოდ კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავალთ, მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ გაზის გამათბობელი სწორად. AKOG - არჩევანი, რომელიც ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა გამათბობელის არჩევისას, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - სიმძლავრეა. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ გასათბობი ოთახის ან ბინის ფართობიც. სტანდარტულად 1KW ათბობს 10 კვ.მ-ს. ჭერის სიმაღლეც არსებითად მნიშვნელოანია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 მ-ს. მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ გათბობის მილებია. არსებობს სტანდარტული ერთ მილიანი და კოაქსიალური - მილი მილში სისტემა. პირველ შემთხვევაში გამათბობელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს ამიტომ ასეთი გამათბობელის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ კარგი სავენტილაციო სისტემა ჰქონდეს. მეორე შემთხვევაში, ნამწვი გარეთ გადის და წვისთვის საჭირო ჟანგბადსაც გარედან იღებს. შესაბამისად, ამ ტიპის გამათბობლები სრულიად უსაფრთხოა თქვენი ჯამრთელობისთვის. AKOG-ის გამათბობლების უმეტესობა ბუნებრივი გაზის კედლის გამათბობელია , რომელსაც დახურული წვის პალატა აქვს. მოწყობილობები მაღალი ეფექტურობისაა, რომლებიც საკმაოდ ეკონომიური, უსაფრთხო და მოსახერხებელი გამოსაყენებელია. კონვექტორი ავტომატურად ინარჩუნებს დადგენილ ტემპერატურას და სწრაფად ათბობს ოთახს. ძირითადი მახასიათებლებია: სითბოს გამცემი მასალა უმეტეს შემთხვევაში ფოლადისაა; შეუძლიათ ელექტრონულად დამოუკიდებელი აალება; სიმძლავრე - 4 კვტ-ია; ბუნებრივი გაზის მოხმარება ყველა მოდელებში თითქმის ერთნაირია -0.47 მ³ / სთ; თხევადი გაზის მოხმარება - 0.39 მ³ / საათში; ეფექტუ