Apple
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
Apple-ის პროდუქცია, მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლისგან. ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში. Apple-ის პროდუქცია ერთ-ერთი მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მოწყობილობები მაღალი ფასებით უდაოდ გამოირჩევა. ფასთან ერთად, ხარისხიც შესაბამისად მაღალი აქვს, მაგრამ ბრენდის ცნობადობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს გაყიდვების მაჩვენებელზე. რადგან Apple-ის ღირებულება მაღალია, აქედან გამომდინარე, არჩევანიც ყველანაირი სერიოზულობით უნდა გააკეთოთ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რა მიზნებისათვის აპირებთ სმარტფონის შეძენას და დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ მას. იმისათვის, რათა ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ და ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის საურველი ვარიანტი, გაეცანით ჩვენს აღწერას, სადაც რამოდენიმე საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. კომპანიის შესახებ მოკლე მიმოხილვა Apple წლებია უკვე, რაც აქტიურად აწარმოებს ტაბლეტებს, სმარტფონებს, აუდიო პლეერებს, პროგრამებს და ასევე ამუშავებს ოპერაციულ სისტემებს გრაფიკული ინტერფეისით. მისი სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, კალიფორნიაში. კომპანია ცნობილი გახდა ინოვაციური ტექნოლოგიების უწყვეტი დანერგვითა და განვითარებული მოწყობილობების შესანიშნავი დიზაინის წყალობით, რომლითაც უამრავი მომხმარებლის გულიც კი მოიგო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით ადამიანი, მრავალი წლის განმავლობაში Apple ტექნიკის ერთგული გულშემატკივარი რჩება. ამავდროულად, მრავალი წელია პირველობას ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე, რომლითაც სერიოზულ ზიანს აყენებს კონკურენტ კომპანიებს. ბოლო შეფასებებით, კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი იყო. კომპანია ფლობს Apple Store-ის საცალო მაღაზიათა ქსელებს, სადაც რამდენიმე სხვადასხვა პროდუქცია იყიდება. 400-ზე მეტი მაღაზია მუშაობს ამერიკაში, კანადაში, ბრიტანეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ამასთან, ზოგიერთი პროდუქცია იყიდება ასევე iTunes Store-სა და App Store ონლაინ სერვისების საშუალებით. როდესაც ბრენდის განხილვა ხდება, ყოველთვის საინტერესოა მისი პროდუქციის მიმოხილვაც, ამიტომ ამ ეტაპისთვის წარმოგიდგენთ ორ განსხვავებულ ტექნიკას: apple ლეპტოპსა და სმარტფონს. iPhone X 2019 წლის სექტემბერში, კომპან