Arshia
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
გერმანული Arshia 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, სამზარეულოს და საოჯახო ტექნიკა, ჭურჭელი და თავის მოვლის საშუალებები განვადებით, სუპერ ფასით და უფასო საკურიერო სერვისით. ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება, როგორც პროდუქციის ტიპის ისე ასორტიმენტის კუთხით. მათი მისია ცალსახადაა განსაზღვრული ოფიციალურ საიტზეც: ხარისხიანი სამზარეულოს ნივთებისა და საოჯახო ტექნიკის მიწოდება მისაღებ ფასად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება ხედვას, ის კიდევ უფრო მარტივია: გავხადოთ ოჯახები ბედნიერები. კომპანიის აქცენტები მიმართულია მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისკენ, ინოვაციური პატენტების, მიდგომებისა და ფუნქციონირების პრინციპების გათვალისწინებით. ის წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ მაღაზიებთან, ხოლო საქართველოში ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. Arshia უამრავი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტს აწარმოებს, რომლებიც ძირითადად დიასახლისებისთვის გახლავთ განკუთვნილი. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს: ჭურჭელი isurve.ge-ზე არშიას სამზარეულოს ჭურჭელი განვადებით ძალიან აქტიურად იყიდება, თუმცა არც სტანდარტულ, საბარათე გადახდაზე გახლავთ დაბალი მოთხოვნა. ის გვთავაზობს როგორც ცალკეულ, ისე სეტებად (კომპლექტში არსებულ) ქვაბებსა და ტაფებს, გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით და ფასთან შესაბამისობაში ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე კარგ არჩევნად ითვლება. გარდა ქვაბებისა, არშია წარმატებით ყიდის ორთქლის ქვაბებს, ჩაიდნებს და სხვა პოპულარულ პროდუქციას. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩვენმა უამრავმა მომხმარებელმა უკვე შეიძინა ამ გერმანული ბრენდის პროდუქცია და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოხმაურებები მხოლოდ საუკეთესოა. ქვაბების ნაკრები სხვადასხვა მასალის ქვაბები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Arshia-ს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ. მისი პროდუქციის უმაღლესი ხარისხი ბაზარმა თავდაპირველად სწორედ ამ კატეგორიიდან გაიცნო და მას შემდეგ ის განსაკუთრებით მოთხოვნადად იქცა. სპეციალური აქციების სახით, ინტერნეტ მაღაზიებში Arshia-ს ყველა ტიპის ქვაბების ნაკრები განვადებით გახლავთ წარმოდგენილი. განვადების ფასი საუკეთესოა ბაზარზე და მიუხ