Asus
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
Asus-ის ციფრული ტექნიკის სრული ასორტიმენტი. უფასო ადგილზე მიტანა, ოფიციალური გარანტია, საუკეთესო ფასი და ონლაინ განვადების პირობები. Asus 1989 წელს ტაიპში T.H-ის მიერ დაარსდა. Tung, Ted Hsu, Wayne Hsieh და M.T Acer- ში ტექნიკის ინჟინრად მუშაობდნენ. მათ დროს, ტაივანს მოწინავე პოზიცია კომოიუტერული ტექნიკის ბაზარზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა. კომპანიის ისტორიის თანახმად, Asus-მა შექმნა დედაპლატის პროტოტიპი Intel 486-ის გამოსაყენებლად, მაგრამ ამის გაკეთება გამორიცხული იყო რეალურ პროცესორზე წვდომის გარეშე. როდესაც Asus დაუკავშირდა Intel-ს, რათა გამოეცადა პროცესორი, თავად Intel-ს შეექმნა პრობლემა საკუთარი 486 დედაპლატის გამო. Asus-მა Intel-ის პრობლემა მოაგვარა და აღმოჩნდა, რომ Asus-ის საკუთარი დედაპლატა მუშაობდა სწორად, შემდგომი მოდიფიკაციისა და ჩასწორებების საჭიროების გარეშე. 2005 წლის სექტემბერში, Asus გამოუშვა PhysX-ის პირველი სწრაფი ბარათი, ხოლო 2005 წელს ტექნიკის ბაზარზე LCD ტელევიზორით - TLW32001 მოდელით შემოვიდა. 2006 წლის იანვარში კი კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ითანამშრომლებდნენ ლამბორჯინთან, რომლითვისაც სპეციალურად დაამზადებდნენ ნოუთბუქებს. 2006 წლის 9 მარტს, Asus-ი დადასტურდა, როგორც Microsoft Origami მოდელების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი, Samsung-თან და Founder Technology-თან ერთად. 2006 წლის 8 აგვისტოს Asus-მა Gigabyte Technology-სთან ერთობლივად დააარსა საწარმო. 2007 წლის 9 სექტემბერს, Asus-მა გამოაცხადა Blu-ray-ის მხარდაჭერის შესახებ, ასევე განაცხადა BD-ROM / DVD გამოშვების შესახებაც. ამის შემდეგ, Asus-მა Blu-ray-ის ბაზაზე დაფუძნებული რამდენიმე ნოუთბუქი გამოუშვა. 2008 წლის იანვარში, Asus-მა დაიწყო სერიოზული რესტრუქტურიზაცია, რომლის მიხედვითაც, ასუსი დაიყო სამ დამოუკიდებელ კომპანიად: Asus (ორიენტირებულია ბრენდის კომპიუტერებისა და ელექტრონიკის წარმოებაზე); Pegatron (ორიენტირებულიაOEM დედაპლატებისა და სხვა კომპონენტების წარმოებაზე); Unihan Corporation (ორიენტირებულია კომპიუტერულ წარმოებაზე). 2008 წლის 9 დეკემბერს Open Handset Alliance-მა გამოაცხადა, რომ Asus- გახდა ორგანიზაციის ახალი მე-14 წევრი. ალიანსის პრინციპი ასეთია: "ახალი წევრები იმუშავებენ ერთობლივად Androi