Bosch
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
გერმანული Bosch უმაღლესი ხარისხის ხელსაწყოებით, სახლის, ბაღის და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ინტერნეტ მაღაზია ისურვე.ჯი-ზე. განვადება და უფასო ადგილზე მიტანა ყველგან. Robert Bosch GmbH არის გერმანული კომპანიის ჯგუფი, ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვანი გლობალური მიმწოდებელი ავტომობილებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების, სამომხმარებლო საქონელსა და სამშენებლო სფეროებში. კომპანია დააარსა გერმანელმა მეწარმემ და ინჟინერმა რობერტ ბოშმა 1886 წლის 15 ნოემბერს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს გერლინგენში, გერმანიაში, შტუტგარტის მახლობლად. წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს, Bosch-მა მეცნიერების განვითარებისთვის დაახლოებით 6,3 მილიარდი ევროს ინვესტიცია გაიღო. ასევე, გასცა ნებართვა მსოფლიო მასშტაბით 5422 პატენტზე. 2015 წელს ფისკალურ პერიოდში, დაახლოებით 375,000 თანამშრომლის წყალობით, 70 მილიარდი ევროს რეკორდული ბრუნვა მიიღო. Bosch-ის ჯგუფი მოიცავს Robert Bosch GmbH-სა და დაახლოებით 440 შვილობილი კომპანიას, პლიუს რეგიონალურ კომპანიებს დაახლოებით 60 ქვეყანაში. Bosch-ი თავისი გაყიდვებითა და მომსახურეობით, წარმოდგენილია თითქმის 150 ქვეყანაში. 2012 წლის 1 ივლისიდან საბჭოს თავმჯდომარე ფოლკმარ დენერია. Bosch კომპანია დააარსა გერმანელმა მეწარმემ და ინჟინერმა რობერტ ბოშმა 1886 წელს სახელწოდებით: „ზუსტი მექანიკისა და ელექტრო ტექნიკის მასტერკლასი“. კომპანიის შემადგენლობაში შედიოდა ერთი მექანიკოსი და ერთი სტაჟიორი, ხოლო 10 000-იანი კაპიტალი აღებული იყო მამის მემკვიდრეობიდან. მისი არსებობის პირველ წლებში, სახელოსნო, ძირითადად, ყველა ტიპის ელექტრომოწყობილობის წარმოებასა და რეალიზაციაში იყო ჩართული: დაწყებული ტელეფონებიდან დასრულებული წყლის დისტანციური სიგნალიზაციით. 1901-1923 წელი: გახდა ავტომობილების ინსტრუმენტების საერთაშორისო მიმწოდებელი. 1887 წელს რობერტ ბოშის კომპანიამ შექმნა პირველი მაგნიტო ანთების სისტემა ერთ-ერთი საინჟინრო კომპანიისთვის. იგი დაფუძნებული იყო აპარატზე, რომელიც წარმოქმნის ელექტრო ნაპერწკალს. მაღალსიჩქარიანი ძრავისთვის ამ სისტემის გაუმჯობესებითა და ადაპტირებით, რობერტ ბოშმა გადაჭრა ძირითადი პრობლემა ადრეულ საავტომობილო ისტორიაში - მაგნიტო აალებამ სწრაფად შეცვალა Daimler-ი