Che-Ral
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
ძალიან მძლავრი გერმანული ბენზოხერხები Che Ral-ის ბრენდისგან. განვადება ყველა ქართულ ბანკში, ქარხნული გარანტია და მიტანა ყველგან შეკვეთიდან იმავე ან მეორე დღეს. მგონი, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ბენზოხერხი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ნივთია, რომელიც ქალაქგარეთ სახლში შეიძლება გქონდეთ. დაზოგეთ დრო და ენერგია, რომელიც შეშის დაჩეხვაში გეხარჯებოდათ და შეიძინეთ საუკეთესო ხარისხსის ბენზოხერხები ჩვენთან. Che-Ral ბაუმას შვილობილი კომპანიაა, რომელიც სასოფლო სამეურნეო ტექნიკის წარმოებითაა დაკავებული. თუკი ბაუმას ოფიციალურ საიტს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ რამდენიმე სხვადასხვა მოდელის ხელსაწყოები და ტექნიკაა წარმოდგენილი. ამდენად, დღევანდელ აღწერაში მხოლოდ ერთ ბრენდზე არ ვკონცენტრირდებით და მეტი თვალსაჩინოებისთვის, Che-Ral ერთად განვიხილავთ სხვა მოდელებსაც. თუკი ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე Che-Ral პროდუქციას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ საიტზე წარმოდგენილი გვაქვს გერმანული ბენზოხერხი CHE-RAL - 3.8 KW სიმძლავრის მოტორით. მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აქვს 2 მაყუჩი, რომლის ძრავის მოცულობა 63cc-ა. შინის სიგრძე 50 სმ-ია, ხოლო ავზის მოცულობაა 0.55ლ. ხმის დონე 116 dB-მდე ადის. ამ ხერხის შემთხვევაში, ბენზინის და ზეთის თანაფარდობა 25:1-ზეა. ბენზოხერხი CHE-RAL დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, ისევე როგორც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ყველა სხვა ბრენდისა და მოდელის ბენზო ხერხი. თუკი ამ საკითხში ახალბედა ხართ და არ იცით როგორ შეარჩიოთ სასურველი მოწყობილობა, მაშინ მცირე გადახვევას გავაკეთებთ ხერხების შეძენასთან დაკავშირებით და უკეთ გაგარკვევთ რას შეიძლება მიაქციოთ არსებითი ყურადღება. ისევე როგორც CHE-RAL ბენზოხერხის, ასევე სხვა მოდელის ხერხების ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია: ძრავა, ჯაჭვი, საწვავის ავზი და სახელური. მუშაობის სტრუქტურის მიხედვით, ჯაჭვის ბრუნვისთვის გამოიყენება ძრავა, რომელიც მუშაობს ბენზინის ან ზეთის დამსახურებით. დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალი და პროფესიონალი მოდელები. ხელსაწყო ძალიან მარტივი აგებულებისაა და აღჭურვილია საშუ