Dewalt საქართველოში - დევალტი
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
Dewalt-ის პროდუქციის უდიდესი არჩევანი, ყოველდღიური სააქციო შეთავაზებები, განვადება, უფასო საკურიერო სერვისი და სუპერ გარანტია ყველა პროდუქტზე. Devalti - ხარისხი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას DewalT ამერიკული ბრენდია, რომელიც ინოვაციურსა და მაღალტექნოლოგიურ, ელექტრონულ ხელსაწყოებს, აპარატებს, აქსესუარებსა და სამშენებლო დანადგარებს აწარმოებს. პროდუქციის წარმოება დამოკიდებულია ტიპზე, მოდელზე, მახასიათებლებზე, რომელიც იწყობა სხვადასხვა ქარხანაში. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ბრენდი ეკუთვნის Stanley Black & Decker-ს. შტაბ-ბინა კი ბალტიმორთან, აშშ-ში, მერილენდის შტატში მდებარეობს. 1924 წელი - R. DeWalt-მა დააფუძნა DeWALT Products Company, რომელიც სპეციალიზირებული იყო ხის გადამამუშავებელი მოწყობილობების წარმოებაში. მთავარი პროდუქტი იყო ხე-ტყის დამამუშავებელი მანქანა, რომელსაც DeWALT "Wonder-Worker" ეწოდა; 1947 წელი - DeWALT Products Co. მთლიანად რეორგანიზდა და გადაერქვა DeWALT Inc; 1949 წელი - American Machine & Foundry Co., Inc-მა შეისყიდა DeWALT Inc; 1953 წელი - DeWALT Inc. დომინანტურ ადგილს იკავებს კანადის ბაზარზე, სადაც ის წარმოადგენს DeWALT Canada Ltd.- ს შვილობილ კომპანიას; 1971 წელი - DeWALT-მა შექმნა კომპაქტური მანქანები შავი და ფერადი ლითონების დამუშავებისთვის. დევალტი არის ბრენდი, რომელიც პირვანდელ ხარისხს არასდროს კარგავს როგორც ნახეთ, დევალტს დიდი ისტორია აქვს. მისი პროდუქცია გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს ყოველთვის, რადგან ასორტიმენტი მართლაც უზარმაზარია. DeWALT წარმოგიდგენთ პორტატული დენის ხელსაწყოებისა და აქსესუარების პირველ ხაზს, რომელიც სპეციალურად შექმნილია როგორც საშინაო, ისე - პროფესიონალური გამოყენებისთვის. მაგალითად, ისურვეზე ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელია DEWALT DCD776C2, რომელიც აკუმულატორზე მომუშავე სახრახნისია და მოყვება დამატებით ჩაქუჩი. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ტიპი: დარტყმითი დრელი; ვაზნის ტიპი: სწრაფმომჭერი; სიჩქარის რაოდენობა 2; სიჩქარე 1/2: 0-450/0-1500 ბრ/წთ; დარტყმის რაოდენობა წუთში 1/2: 0-7650 / 0-25500