Electrolux

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
292
Active ads
0
Depth
Published
2019/07/23

About

Electrolux-ის შვედური საოჯახო ტექნიკა და სამზარეულოს აქსესუარები, საუკეთესო ფასად , განვადებით, უდიდესი ასორტიმენტი უფასო ადგილზე მიტანის სერვისთან ერთად. Electrolux ეს არის შვედური კომპანია, რომელიც საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ ტექნიკას მთელი მსოფლიოს მასშტაბითაწარმოებს. კომპანია თავის პროდუქციას 150 ქვეყანაში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელზე ყიდის. Electrolux-ის სათაო ოფისი სტოკჰოლმში მდებაობს. ელექტროლუქსი - ბრენდი, რომელიც იმსახურებს ნდობას Electrolux დაარსდა Axel Wenner-Gren-ის მიერ. 1908 წელს Wenner-Gren მუშაობდა შვედური კომპანიის Separator-ის გაყიდვების აგენტად. ითვლება, რომ საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტების მასობრივი წარმოების იდეა გაჩნდა Wenner-Gren-გან ვენაში საქმიანი მოგზაურობის დროს, როდესაც მაღაზიის ფანჯარაში შენიშნა ამერიკული წარმოებული Santo მტვერსასრუტი, რომელიც 20 კილოგრამზე მეტს იწონიდა. 1910 წელს Wenner-Gren-მა კომპანია დააარსა სტოკჰოლმში, სახელწოდებით Elektromekaniska AB. 1912 წელს, Elektromekaniska AB-მ დაიწყო თანამშრომლობა AB Lux-თან (Stockholm, Sweden), რომელიც აწარმოებდა ქუჩის ნათურებს 1901 წლიდან. მაგრამ ელექტროენერგიის მუდმივი სიმკვეთრი გამო, Lux-ს სასწრაფოდ დასჭირდა მისი წარმოების რეორგანიზაცია. 1913 წელს კომპანია წარმატებით იწყებს პირველი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტის წარმოებას, რომლის წონაა 14 კილოგრამი. ამის შემდედ, Wenner-Gren-მა შეიმუშავა კიდევ უფრო მცირე ზომის მოწყობილობა, ხოლო Lux-ის მტვერსასრუტის მეორე მოდელი საბოლოოდ 1914 წელს გამოვიდა და 9 კილოგრამს იწონიდა. 1936 წლისთვის Electrolux-მა წარმოადგინა თავისი პირველი მაცივარი. ამავე დროს, მაცივრის მსგავსი დიზაინი შეიმუშავა და დააპატენტა ალბერტ აინშტაინმაც. Wenner-Gren-მა იყიდა აინშტაინის მაცივარის პატენტი, რათა სალიცენზიო დავა თავიდან აეცილებინა, მაგრამ Munters-ის და Fon Platen-ის მაცივრის დიზაინი უფრო წარმატებული აღმოჩნდა და საბოლოოდ, სწორედ მისი რეალიზება დაიწყეს. საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად, კომპანია აწარმოებს სამზარეულო ინვენტარს დიდი სასტუმროებისთვის და სასტუმროს კომპლექსების სამრეცხაოებისთვის. ერთ-ერთი ელექტრო ღუმელი, რომელიც განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს დიასახლისებში, ე