Grundig

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
21
Active ads
0
Depth
Published
2020/08/05

About

Grundig - ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილი გერმანული მწარმოებელი. ისურვე მხოლოდ საუკეთესო ნაწარმს გთავაზობთ, დღეს გვინდა კიდევ ერთი ინოვაციური ბრენდის -"გრუნდინგის" ტექნიკა შემოგთავაზოთ, როგორც ყოველთვის ყველაზე მომგებიან ფასში. შეიძინეთ გრუნდიგის პროდუქცია ჩვენს საიტზე და ისარგებლეთ მომენტალური ფასდაკლებით და უფასო საკურიერო სერვისით. Max Grundig 1908 წელს გერმანიაში დაიბადა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, ძალიან მოკრძალებულად გაიზარდა. მაქსი 16 წლის ასაკში აქტიურად დაინტერესდა იმ წლების ინოვაციური გამოგონებით - რადიოთი, რომელმაც შთააგონა პირველი დეტექტორის აპარატის შექმნა სახლის პირობებში. ძალიან მალე, ახალგზარდა ენთუზიაზისტმა საკუთარი ბინა ექსპერიმენტულ ლაბორატორიად გადააკეთა. 1930 წელს ქალაქ ფიურტში, Max Grundig-მა, პარტნიორთან ერთად, გახსნა რადიო მოწყობილობების სპეციალური მაღაზია (გერმანული: Radio-Vertrieb Fürth, Grundig & Wurzer, Handel mit Radiogeräten). კომპანიის დიდი წარმატება დაიწყო 1938 წელს, როდესაც მისმა წლიურმა ბრუნვამ ერთ მილიონს აშშ დოლარს მიაღწია. ომის პერიოდი Grundig -მა, ჰიტლერის მმართველობის პერიოდში, ისარგებლა სიტუაციით და ჩაერთო გერმანიის ჯარის სამსახურში. ომის დროს კომპანია Grundig აწარმოებდა ტრანსფორმატორებს გერმანული არმიისთვის. ასეთმა სამსახურმა, სტაბილურობისა და სოციალურ გარანტიებში, კომპანიას საკმაოდ მაღალი პოზიცია დააკავებინა ადგილობრივ ბაზარზე. ომის შემდეგ, Grundig საწარმოებში პატიმრებიც კი მუშაობდნენ, მაგრამ მაქსი ასეთ მუშებსაც კი ძალიან ადამიანურად ეპყრობოდა. ტყვე მუშებს ასევე ჰქონდათ სოციალური პაკეტი და იღებდნენ ანაზღაურებებს ისევე, როგორც ჩვეულებრივი გერმანელი მოქალაქეები. გერმანული ტელევიზორები 1952 წელს Grundig -მა ააშენა ახალი ქარხანა, სადაც აპირებდა ტელევიზორების წარმოებას. მაშინ ტელევიზორები საკმაოდ ინოვაციური გამოგონება იყო, ამასთან ძვირიც და არც ყველა ოჯახს ჰქონდა მისი შეძენის ფუფუნება. ერთი წლის შემდეგ, მაქსმა ეს პროდუქტი უკვე ადგილობრივ ბაზარზე გაიტანა. გერმანული საიმედოობის გამო, რომელიც მალევე გახდა ბრენდი და ღირებულებაც შედარებით დაბალი ჰქონდა, სწრაფად დაიპყრო გერ