Haeger
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
თურქული Haeger-ის ელექტრო გამათბობლები ექსკლუზიურად ისურვე.ჯი-ზე. ყველაზე იაფად, განვადებით და ნებისმიერ ადგილას უფასო მიტანის სერვისი. სამზარეულოში თანამედროვე დიზაინის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყველა იმ ადამიანს ახარებს, ვისაც სამზარეულოში ტრიალი სიამოვნებას ანიჭებს, ან უბრალოდ ხშირად უწევს ამის კეთება. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ეს ტექნიკა ინოვაციური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. სასურველი დიზაინისა და ფუნქციების მოდელებს თუ ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ HAEGER ბრენდის პროდუქციის შეძენაზე, რომლის შესახებათ უფრო ვრცლად დღევანდელ აღწერაში ვისაუბრებთ. დავიწყოთ HAEGER -ის ხელის მიქსერი თ - HG-6629-ით, რომლის ძირითადი მახასიათებლებია: 250 W სიმძლავრე, 5 სიჩქარე და + ტურბო რეჟიმი. ასევე სიჩქარის რეგულირების შესაძლებლობა, დახვეწილი დიზაინი, უჟანგავი ფოლადის საცმები და მოსახერხებელი სახელური. კორპუსის მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ძაბვა 220 - 240 V-ია, ხოლო სიხშირე 50 - 60 Hz. წარმოდგენილია ორ ფერში: ვერცხლისფერსა და შავში. HAEGER ბლენდერი HA-288 სტაციონარული ტიპისაა, რომლის სიმძლავრე 800 W-ია და მინის ჯამის მოცულობა 1.5 ლიტრია. შეუძლია ყინულის დამსხვრევა, რაც მის სიმძლავრეზე პირდაპირ მიუთითებს. გააჩნია იმპულსური რეჟიმი, სიჩქარის რეგულირება და ადვილად წმენდადია. აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო ფეხებით, ხოლო დანების მასალა უჟანგავი ფოლადისაა. ჩოპერი HAEGER HG-7004A 500 W სიმძლავრისაა, რომელიც ქსელიდან იმართება. ჯამის მოცულობაა 1.5 ლიტრი, ხოლო სიჩქარეების რაოდენობა მხოლოდ 2-ია. ვერცხლისფერი ჩოპერი ადვილად წმენდადია, რომელსაც დანის პირების ორმაგი ფენა აქვს. უშუალოდ დანები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, ხოლო ჯამი მინისაა. სამზარეულო წვრილი ტექნიკის მიმოხილვის შემდეგ, ასევე საინტერესოა სხვა ტექნიკის მიმოხილვაც, ამიტომ წარმოგიდგენთ HAEGER -ის უთო HG-1213A-ს, რომელიც ორთქლის ტიპისაა. სიმძლავრე 2600 W-ია, რომლის ძირი კერამიკის მასალისგანაა დამზადებული. მოწყობილობის ფუნქციებსა და მახასიათებლებში შედის ვერტიკალური დაორთქვლა, შესხურება (სპრეი), წვეთების საწინააღმდეგო სისტემა და თვითგაწმენდა ნადებისგან. ელექტრო ჩაიდანი HAEGER HG-7803-ის სიმძლავრე 220