Haier
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
Haier-ის ბრენდის ტელევიზორების დიდი არჩევანი. საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადება. 2 წლიანი გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში. Haier ჩინური ბრენდია, რომელიც მრავალი წელია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კლიმატურ მოწყობილობებსა და ელექტროტექნიკას აწარმოებს. ჩინური სიტყვის მიხედვით, Haier ნიშნავს ზღვას. Haier დაარსდა 1984 წელს ჩინურ კომპანია „Qingdao Refrigerator Co“-სთან და გერმანულ Liebherr-სთან შერწყმის შედეგად. სწორედ მაშინ, Liebherr-მა დაიწყო ტექნიკის აპარატურების წარმოება. 90-იან წლებში Haier-მა დაიწყო გაფართოება და უცხოურ ბაზრებზე გასვლა. გარდა ამისა, განათავსა თავისი საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში. 2008 წლის Euromonitor-ის მონაცემებით, Haier-ი მაცივრების მწარმოებელი სიდიდით მსოფლიოში მეორე კომპანიაა (Whirlpool-ის შემდეგ) და ყველაზე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი ჩინეთის ბაზარზე. გლობალურ ბაზარზე ჰაიერის წილი 6.3% -ს აღწევს. 2012 წელს კომპანიამ დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლის Fisher & Paykel-ის აქციების 90% შეიძინა. 2018 წელს Haier-მა ასევე შეიძინა Candy Hoover Group ყველა თავისი ბრენდით (Candy, Hoover, Vyatka, Rosieres, Zerowatt, Iberna და ა.შ.). პროდუქტებში შედის უზარმაზარი ასორტიმენტი: მაცივრები და საყინულეები, სარეცხი მანქანები, ღუმელები, მტვერსასრუტები, ტელევიზორები, ტაბლეტები, წყლის გამაცხელებლები და კონდიციონერები, სმარტფონები და მრავალი სხვა. ასაღნიშნავია, რომ თავისი იაფი ფასებისა, საკმაოდ მაღალი ხარისხის და უამრავი პროდუქციის წარმოების გამო, ჰაიერი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს უფრო პოპულარულ ბრენდებს. Smart ტელევიზორი HAIER LE32K5500T-ის შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. 32''(81სმ)-იანი დიაგონალის მქონე ტელევიზორის ეკრანის გაფართოება 1366 x 768 (HD)-ია. გამოსახულების ფორმატი 16:9-ია, ხოლო სიკაშკაშე - 220. განახლების სიხშირე 60 Hz. ხმა და ინტერფეისი: აქვს 2 დინამიკი, რომელთა სიმძლავრეა 8W x 2 (16 w). აღჭურვილია სტერეო სისტემითა და ხმის ავტომატური გასწორებით. HDMI: 3; USB: 2; RJ-45: 1; RF In: 1 AV კომპოზიტური შემავალი:1; CI სლოტი:1; (Y / Pb / Pr): 1; TV ტიუნერი