Hoffner
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
უჟანგავი ფოლადის მასალისგან დამზადებული გერმანული ქვაბების ბრენდი Hoffner ყველაზე იაფად საქართველოში. უფასო საკურიერო სერვისი ყველგან და ონლაინ საბანკო განვადება. M ö bel H ö ffner გერმანული მწარმოებელია, რომელსაც ავეჯის 22 ცენტრი აქვს წარმოდგენილი. კომპანიის დევიზი „სადაც ცხოვრება იაფია“ ზუსტად ხსნის საოჯახო, ტრადიციული ბიზნესის წარმატების მთავარ ამოცანას, სადაც ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასში ყველასთვის ხელმისაწვდომია. Möbel Höffner -ის ექვსი ცენტრალური საწყობი ისეა გადანაწილებული, რომ თითოეული მათგანი უზრუნველყოფს ავეჯის მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე დროში. კომპანიის თანამედროვე მაღალსართულიან საწყობში, შესაძლებელია დაახლოებით 100 000 რაოდენობის ავეჯის შენახვა, რომელიც განთავსებულია 600 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც კონტროლდება კომპიუტერული ფუნქციებით, სერვისების მაქსიმალურად სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის 750 სატვირთო მანქანა ყოველწლიურად 1.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის ისტორია კრიგერის ოჯახს, რომელიც Höffner Möbelgesellschaft-ის მფლობელია, დიდი ხნის ისტორია აქვს ავეჯის წარმოების ინდუსტრიაში და ამჟამად, მას კრეიგერების ოჯახის მეოთხე თაობა მართავს. ყველაფერი 1874 წელს ბერლინში დაიწყო. ცოტახანში Höffner -ის მცირე კომპანიამ სწრაფად დაიწყო ზრდა და 1940-იან წლებში არსებული მცირე საოჯახო ბიზნესი ავეჯის უმსხვილეს მაღაზიად იქცა, მაგრამ ბერლინის კედლის მშენებლობამ, Höffner-ის ბიზნესი განადგურების პირას მიიყვანა. თუმცა, 1967 წლისთვის, Höffner -მა კვლავ დაიწყო აღორძინება. ბრენდის აღდგენით, მეწარმე კურტ კრიგერმა დაიწყო წარმატების უნიკალური ისტორიის შექმნა დასავლეთ ბერლინში. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, საოჯახო ბიზნესმა კვლავინდებურად გააგრძელა ზრდა. დღეს Möbel Höffner გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი საცალო მოვაჭრეა, რომლის დაქვემდებარებაშია: 22 ავეჯის ცენტრი, 6000 თანამშრომლი, ექვსი ცენტრალური საწყობი და 750-ზე მეტი სატვირთო მანქანა. Höffner -ის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ, როგორც ავეჯის მწამოებელ წარმატებულ კომპანიაზე, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბრენდი დაკავებულია არა მხოლოდ ავეჯის, არამედ - სამზ