HP

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
4
Active ads
0
Depth
Published
2019/08/17

About

HP-ის მსოფლიოს დონის საოფისე ტექნიკა ოფიციალური გარანტიით. საუკეთესო ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში. Hewlett-Packard (HP) არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც დაარსდა 1939 წელს. კომპანია უზრუნველყოფდა ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის აპარატურის მიწოდებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. 2015 წლის 1 ნოემბერს იგი ორ კომპანიად გაიყო: HP Inc. და Hewlett Packard Enterprise. დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს, როგორც საზომი ხელსაწყოს მწარმოებელი, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან სტენფორდის უნივერსიტეტის ახალი კურსდამთავრებულები - William Hewlet & David Packard. კომპანიის სახელი შედგებოდა თანადამფუძნებლების სახელებისგან. საწყისი კაპიტალი მხოლოდ 538 აშშ დოლარს შეადგენდა, კომპანიის პირველი ოფისი კი ჩვეულებრივი ავტოფარეხი იყო პალო ალტოში (კალიფორნიაში). 1966 წელს კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში პირველი (Wired ჟურნალის თანახმად) მინი კომპიუტერი - HP 2116A. 1968 წელს კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი დესკტოპის სამეცნიერო პროგრამირებადი კალკულატორი - HP 9100A . HP 9100A-ს ჰქონდა 16 ნომრის ან 196 ინსტრუქციის მეხსიერება (ინსტრუქციები და მონაცემები იწერებოდა იმავე მეხსიერების არეალში), კათოდური დისპლეი, რომელიც პრინტერთან და მაგნიტური ბარათების წამკითხველთან ერთად, 4900 დოლარი ღირდა. კალკულატორი იყენებდა ტრანზისტორის ლოგიკას. როდესაც იგი გამორთული იყო ქსელიდან, მეხსიერება არ იშლებოდა. უფრო მეტიც - თუ მოწყობილობა დათვლის დროს, ქსელიდან ითიშებოდა, ჩართვისას დათვლა განახლდებოდა იმ წერტილიდან, საიდანაც იგი შეწყდა. 1972 წელს კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ჯიბის კალკულატორი, HP-35 და 1974 წელს მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი მიკრო კალკულატორი HP-65. 1975 წელს კომპანიამ შეიმუშავა ინტერფეისი HP-IB (interface bus), რომელიც მიღებულ იქნა, როგორც საერთაშორისო სტანდარტი, პერიფერიული მოწყობილობების კომპიუტერთან დასაკავშირებლად. 1977 წელს კომპანიამ შემოიტანა HP-01 - კომბინირებული ციფრული მაჯის საათი, კალკულატორი და პირადი კალენდარი. 1984 წელს გამოვიდა დაბალფასიანი ThinkJet პრინტერი და ყველაზე წ