Hyundai

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
3
Active ads
0
Depth
Published
2019/07/24

About

ჰიუნდაის ტექნიკა და დანადგარები თქვენს წინაშე, გარანტიით, განვადებით და ადგილზე მიტანით ყველგან. Hyundai კორეული ბრენდია, რომელიც Chung Ju-Yung-ის მიერ დაარსდა. აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ, კომპანიამ თავისი ბიზნესის უმეტესი ნაწილი სპეციალურ ერთეულებს გადასცა, მათ შორის: „Hyundai Motor Group“-ს, „Hyundai Department Store Group“-სა და „Hyundai Heavy Industries Group“-ს. სახელი „ჰიუნდაი“ გამომდინარეობს კორეული სიტყვიდან, რაც „თანამედროვეს“ ნიშნავს. ისტორია პირველი კომპანია დაარსდა 1947 წელს, როგორც ავტო სარემონტო მაღაზია. შემდგომში იგი გახდა საინჟინრო და სამშენებლო კომპანია. Chung Ju-Yung-მა და მისმა ოჯახის წევრებმა დაიწყეს სხვა საქმიანობის განხორციელება და გავლენების გაფართოება სხვა ინდუსტრიებზე. შედეგად, კორეაში გამოჩნდა ყველაზე დიდი კომპანია. აშშ-ს სამხედრო კონტრაქტებისა და სამთავრობო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დახმარებით, Chung Ju-Yung-ის კომპანია გახდა მთავარი სამშენებლო ფირმა კორეის რესპუბლიკაში. კერძოდ, იგი ასრულებდა საკმაოდ სარფიან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებდა სეულსა და ბუსანს შორის 400 კილომეტრიანი უზარმაზარი მაგისტრალის მშენებლობას. 1965 წლიდან ჰიუნდაიმ დაიწყო გუამის, ტაილანდისა და ვიეტნამის სამშენებლო ბაზრებზე შესვლა. 1967 წელს დაარსდა Hyundai Motor Company, 1973 წელს - Hyundai Heavy Industries. 1974 წელს დასრულდა პირველი გემის მშენებლობა. 1983 წელს კი Hyundai შევიდა ელექტრონიკის ბაზარზე, რომლითაც ჩამოყალიბა Hyundai Electronics. 90-იანი წლების შუა პერიოდში, Hyundai-ის ჰყავდა 60-ზე მეტი შვილობილი კომპანია და აქტიური იყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის: საავტომობილო, სამშენებლო, ქიმიური, ელექტრონიკის, ფინანსური მომსახურებასა და გემთმშენებლობის ინდუსტრიებში. ამავე პერიოდში, მას ჰქონდა წლიური შემოსავალი დაახლოებით 90 მილიარდი აშშ დოლარი და ჰყავდა 200 000-ზე მეტი თანამშრომელი. ალბათ ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ HYUNDAI უკვე წლებია, რაც კონდიციონერების წარმოებითაცაა დაკავებული. სხვათაშორის, ხარისხი უდაოდ მაღალი აქვს, რასაც ყოველწლიური გაყიდვებიც მაჩვენებლებიც მოწმობს. მახასიათებლების უკეთ წარმოსადგენად, შემოგთავაზებთ კონ