Indesit
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
მაცივრების, სარეცხი მანქანების და საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდი Indesit (ინდეზიტი) 3 და 5 წლიანი გარანტიით, განვადებით სახლიდან გაუსვლელად და უფასო საკურიერო სერვისით. ინდეზიტი - იტალიური ხარისხი თქვენი კომფორტისთვის Indesit Company იტალიური საინჟინრო კომპანიაა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ევროპაში (შემადგენელი ბრენდებია: Indesit, Hotpoint-Ariston, Scholtès). სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ Fabriano-ში (იტალია). 2014 წელს შეიძინა Whirlpool Corporation-მა. 1930 წელს, Aristide Merloni-მ, ქალაქ Fabriano-ში დააარსა მასშტაბური წარმოების კომპანია Industrie Merloni, რომელმაც გაზის ცილინდრების და ელექტრო გამათბობლების წარმოება მალევე დაიწყო. Aristide Merloni-ის გარდაცვალების შემდეგ, კომპანია მის სამ ვაჟზე - ვიტორიოზე, ფრანჩესკოსა და ანტონიო მერლონიზე სამად გაიყო. ანტონიო აწარმოებდა სასწორებსა და გაზის ცილინდრებს, ვიტორიო წყლის გამაცხელებლებსა და სააბაზანო აღჭურვილობებს, ხოლო ფრანჩესკო დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ინდეზიტის მაღაზია საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ვიდრე კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ინდეზიტის პროდუქციას უამრავი ადამიანი ენდობა და არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს. ინდეზიტის ცენტრი საქართველოს საუკეთესო ხარისხის ტექნიკით ამარაგებს, რომელთა შერჩევაც ონლაინ შეგიძლიათ ისურვეზე, რათა მეტად კომფორტულად შეძლოთ არჩევა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი პროდუქციის. რადგან ბრენდის წარმატებული ისტორია ნაწილობრივ მაინც მიმოვიხილეთ, აქვე უნდა წარმოგიდგინოთ მათი ხარისხიანი პროდუქციაც, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ აღნიშვნას. მაგალითისთვის წარმოვადგინოთ 9 კილოგრამიანი სარეცხი მანქანის მოდელი - Indesit XWE 91483X S EU, რომელიც ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის ძალიან ეკონომიური A+++ კლასის სარეცხი მანქანა, რომლის მაქსიმალური ჩატვირთვის მოცულობა 9 კგ-ია. ჩართვის ტიპი ფრონტალურია, ხოლო ბრუნვის სიჩქარეა 1400 ბრ/წთ. მანქანის წლიური ენერგომოხმარება 216 კვტ/წელია, ხოლო წლიური წყლის მოხმარება 12509 ლ/წელია. ხმაურის დონე 52 დბ-ია, მაგრამ