Karcher - კერხერი

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
1
Active ads
0
Depth
Published
2019/07/25

About

ლეგენდარული გერმანული ბრენდი Karcher ისურვე.ჯი-ზე, საუკეთესო ფასებითა და უახლესი პროდუქტების უდიდესი არჩევნით. თანამედროვე ტექნოლოგიის მაღალი წნევით სარეცხი აპარატები, მტვერსასრუტები, აქსესუარები და სხვა საყოფაცხოვრებო თუ ინდუსტრიული ტექნიკა განვადებით, უფასო ადგილზე მიტანითა და გარანტიით კერხერისგან. კერხერი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ისურვეზე როგორც მოგეხსენებათ, გერმანული ხარისხი მსოფლიოში აღიარებულია, რომელსაც მილიონობით ადამიანი ენდობა. კერხერი საოჯახო და ინდუსტრიული გამოყენებისთვის უამრავი სხვადასხვა მოდელის შემოთავაზებით ცდილობს შექმნას სხვადასხვა სიმძლავრისა და ზომის ტექნიკა. კომპანია Karcher - კერხერი ეს არის სარეცხი და საწმენდი მოწყობილობების მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდი, რომელიც 1935 წელს გერმანიაში, ალფრედ კერხერის მიერ დაარსდა. ალფრედ კერხერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი გამომგონებელი და მეწარმეა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც მისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებაში. გასაკვვირია, რომ ალფრედ კერხერის სიცოცხლის განმავლობაში, მისი კომპანია არ აწარმოებდა მაღალი წნევის აპარტებს. თავდაპირველად, მისი ბიზნესი ასოცირდებოდა გათბობის სპეციალური მოწყობილობების გამოგონებასთან და განვითარებასთან. კომპანია Karcher - კერხერის ინჟინრები იყვნენ ევროპაში პირველები, რომლებმაც დაიწყეს მაღალი წნევის აპარატების წარმოება. 1950 წელს, გამოჩნდა პირველი ევროპული მაღალი წნევის აპარატი ცხელი წყლით. სწორედ ეს წელი ითვლება Karcher-ის ისტორიაში, როგორც სარეცხი და დასუფთავების მოწყობილობების საწყისი წარმოება. 1959 წელს, ალფრედ კერხერის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას ხელმძღვანელობდა მისი მეუღლე ირინე, რომელმაც გადაწყვიტა კომპანიის პირველი ფილიალის გახსნა 1962 წელს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ირენმა 1974 წელს მიიღო, ეს იყო ძირითადი ყურადღების გამახვილება დასუფთავებისა და სარეცხ მოწყობილობებზე. 1980 წლიდან კომპანია სპეციალიზირებულია მანქანებისა და შენობების სარეცხი მოწყობილობების წარმოებაში, მაგრამ საწარმოსთვის ნამდვილი აღმოჩენა მაინც საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის განკუთვნილი პორტატული მაღალი წნევის აპარატი აღმოჩნდა