Lenovo
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
Lenovo-ს სრული ასორტიმენტი ოფიციალური მწარმოებლისგან. საუკეთესო ფასი და პირობები ონლაინ საბანკო განვადებაზე. უფასო ადგილზე მიწოდების სერვისი მთელ საქართველოში. Lenovo Group Limited ჩინური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს პერსონალურ კომპიუტერებს და სხვა ელექტრო ტექნიკას. ეს არის პერსონალური კომპიუტერების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, რომელსაც საბაზრო წილის 20% -ზე მეტი დაკავებული აქვს. გარდა ამისა, მეხუთე ადგილზეა მობილური ტელეფონების წარმოებაში. Lenovo- ს სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს, ხოლო კომპანია რეგისტრირებულია ჰონგ კონგში. კომპანიის ძირითადი სამეცნიერო ცენტრები განლაგებულია პეკინში, შანხაისა და შენჟენში, ასევე იამატოში (იაპონია). 2017 წლისთვის, 60-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიას ჰყავდა 52 000-ზე მეტი თანამშრომელი (მათ შორის ერთობლივი საწარმოები). კომპანია მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. ხოლო საქართველოში საუკეთესო ხერხი, რომ ლენოვოს ტექნიკა შეიძინოთ ჩვენი საიტია, რადგან ჩვენთან საუკეთესო ფასდაკლებების გარდა მიტანის უფასო სერვისია, ახლა კი დავუბრუნდეთ ლენოვოს მოკლე აღწერას. ს აქმიანობა: კომპანია აწარმოებს პერსონალურ სამუშაო კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს, ნეუთბუქებს, სერვერებს, მონიტორებს, ვიდეოპროექტორებს, ვიდეო ბარათებს, კლავიატურებს, მაუსებსა, მეხსიერების ბარათებს, ოპტიკურ დისკებს, ელექტრომომარაგების აპარატებს, აქსესუარებს და ჩანთებს. ასევე ქმნის პროგრამებს თავისივე პროდუქციისთვის. აქვე წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ტაბს, რომელიც ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია. ეს არის Lenovo Tab 4 TB-8504X-ი 16 გბ-იანი მეხსიერების ტევადობით. კომპაქტური პლანშეტი საუკეთესო ვარიანტია Lenovo -სგან, რომელიც არ არის შემუშავებული ინტენსიური პროგრამების გამოყენებისთვის. მოწყობილობაში არსებული ერთ ჩიპიანი სისტემა მარტივია, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. უახლესი ანდროიდის პლანშეტი საშუალებას გაძლევთ 16 გბ-იანი მეხსიერების ტევადობა გაზარდოთ SD ბარათის დახმარებით. ეკრანი წარმოუდგენლად მკვეთრია, მაგრამ ენერგიას მაინც ზომიერად ხარჯავს. Dolby Atmos ტექნოლოგია ტაბს უფრო ღირსეულ ფერებს ანიჭებს. ძირითადი უპირატესობები : შედარებით კარგი ხმა; მრავალჯერადი მომხმარებლისთვის ინდივიდუალური