LG
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
ტექნიკის მწარმოებელი კორეული გიგანტი, გამორჩეული ხარისხის პროდუქციით. ონლაინ საბანკო განვადება და ხანგრძლივი გარანტია, უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში. LG Electronics Inc სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. შედის LG Group კონგლომერატის ნაწილში. LG Electronics-ის მთავარი ოფისი კორეის რესპუბლიკაში, სეულში მდებარეობს, ხოლო 120 წარმომადგენლობითი ოფისი მსოფლიოს 95 ქვეყანაში აქვს. 2010 წლის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმდა 90,578 ადამიანი . კომპანიის მთლიანი ბრუნვა 2010 წლის მდგომარეობით შეადგენდა 48.2 მილიარდ აშშ დოლარს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: LCD და Plasma TV; აუდიო და ვიდეო აპარატურა; მობილური ტელეფონები და აქსესუარები; საყოფაცხოვრებო ნივთები; კომპიუტერის მონიტორები , ლეპტოპები ; კონდიცირების და ფილტრაციის სისტემები; ენერგიის დაზოგვის პროდუქტები - მზის პანელები; ბიზნეს პროდუქტები; მაცივრის პალატები და სხვ. კომპანიის ისტორია: კომპანია დაარსდა 1947 წელს, ქალაქ ბუსანში. LG Electronics -ის დაარსების თარიღად ითვლება კონგლომერატში პირველი კომპანიის დაფუძნების თარიღი. კომპანიის პირველი პროდუქტები იყო კბილის პასტა და სახის კრემი სახელწოდებით Lucky. 1958 წლის 1 ოქტომბერი - Lak Hui Chemical-მა დააარსა Goldstar (მოგვიანებით LG Electronics). ამ მომენტიდან კომპანიამ დაიწყო ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დიზაინსა და წარმოებაზე მუშაობა; 1966 წელს - პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი დამზადდა კორეაში. იმავე წელს, Lak Hui Chemical-ს დაარქვეს Lucky Chemical Ind. 2005 - 2019 - LG ბრენდის უახლესი ისტორია: 2007 წელი - LG Electronics-მა დააპატენტა 4G კომუნიკაციის ფორმატი GSMA მობილური ტელეფონებისთვის და მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა, ვინც შემოგვთავაზა 4G LTE ტექნოლოგია; 2008 წელი -კომპანია Conergy-სთან ერთად იწყებს თანამშრომლობას და აწარმოებს LG მზის პანელებს; 2009 წელი - LG Electronics ხდება ფორმულა 1-ის ტექნოლოგიური პარტნიორი; 2011 წელი - LG Optimus Black სმარტფონი გამოიცა უპრეცედენტოდ მაღალი დისპლეის სიკაშკაშით ისევე როგორც მსოფლიოში პირველი სმარტფონი 3D დისპლეით, რომელიც არ