Ouligen

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
1
Active ads
0
Depth
Published
2019/07/25

About

მძლავრი ბენზოხერხები Ouligen-სგან სუპერ ფასად, განვადებით და გარანტიით. უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში. Zhejiang Ouligen Tools მდებარეობს ქალაქ Yongkang-ში, რომელიც დაარსდა 2001 წელს. მისი საწარმო განთავსებულია 20 000 კვადრატულ მეტრზე, სადაც 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. Ouligen აწარმოებს ბენზინზე მომუშავე ბაღის ინსტრუმენტებს , რომლის მთავარ პროდუქტებს ასევე მიეკუთვნება ბენზო ხერხები, სეკატორები, ყინულის საჭრელები, მრავალფუნქციური ხელსაწყოების ნაკრები და ა.შ. Ouligen -ს აქვს შემდეგი სახის სერთიფიკატები: CE, EMC, GS, EU-II და ა.შ. პროდუქცია ძალიან პოპულარულია ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ. გარდა ამისა, Ouligen -ის შვილობილი კომპანიებია OULIGEN, DLISEN, SITIOU, LINGYING, DONGLIN, WEIBANG და RUISHI. ბრენდის პროდუქტების ხარისხის კონტროლი მკაცრი წესების დაცვით მიმდინარეობს. Ouligen -ის ყველა პროდუქტი მოწმდება მინიმუმ 4 ჯერ შემდეგი პრინციპით: 100%-იანი შემოწმება საქონლის მიღებამდე, 100%-იანი შემოწმება წარმოებამდე, 100%-იანი შემოწმება შეფუთვამდე და 5%-იანი შემოწმება გადაზიდვამდე. კომპანიას ასევე აქვს ლითონის სპეციალური სახელოსნო, საამქრო და ა.შ., ამრიგად, შეუძლიათ აწარმოონ მნიშვნელოვანი ნაწილების უმეტესობა და ხარისხიც თავად აკონტროლონ. გარდა ამისა, Ouligen ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას პროდუქციის ინოვაციაზე და ტექნიკური მხარის დახვეწაზე. რამოდენიმე წლის წინ, ბრენდს მიენიჭა JINHUA მაღალტექნოლოგიური საწარმოს ტიტულიც. ბრენდის მიმოხილვის შემდეგ, საინტერესოა კონკრეტულად პროდუქციის განხილვა, რათა მახასიათებლები უფრო თვალსაჩინო გახდეს. ნებისმიერი ხერხის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია: ძრავა, ჯაჭვი, საწვავის ავზი და სახელური. მუშაობის სტრუქტურის მიხედვით, ჯაჭვის ბრუნვისთვის გამოიყენება ძრავა, რომელიც მუშაობს ბენზინის ან ზეთის დახმარებით. დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალ და პროფესიონალ მოდელებად. ძრავის ზომებიდან გამომდინარე, ხელსაწყოს შეუძლია იმუშაოს 2-დან 16 საათამდე. მოდელების უმეტეს