Philips

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
170
Active ads
0
Depth
Published
2019/07/26

About

მხოლოდ გამორჩეული ხარისხის პროდუქტები Philips-ისგან, განვადებით და საუკეთესო ფასად. მიიღეთ უფასოდ ნებისმიერი შენაძენი ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისარგებლეთ 1, 2 და 3 წლიანი გარანტიით. Philips ჰოლანდიური მრავალეროვნული კომპანიაა, რომელიც 1891 წელს დაარსდა და მისი მისი ისტორიის განმავლობაში, რამდენჯერმე შეიცვალა საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. თუმცა ერთი რამ უცვლელია - ფილიფსი რჩება დედამიწის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად! თავდაპირველად აწარმოებდა ნათურებს, შემდეგ გადავიდა სამომხმარებლო ელექტრონიკაში, 2000-იანი წლების შემდეგ კი დაიწყო სამედიცინო დიაგნოსტიკური აღჭურვილობის წარმოება. კომპანიის შემოსავლის დაახლოებით მესამედი შეერთებულ შტატებში განხორციელებული საქმიანობიდან მოდის. ისტორია კომპანია დაარსდა 1891 წლის 15 მაისს Gerard Philips მიერ, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერდა მამა - ფრედერიკ ფილიპსი, რომელიც თამბაქოს წარმატებული ვაჭარი და ბანკირი იყო. 1892 წელს კომპანიამ დაიწყო ნახშირბადის ნათურების წარმოება. ამასთან, ჯერარდმა სწორად არ შეაფასა გერმანელი მწარმოებლების მხრიდან წამოსული სერიოზული კონკურენცია, რის გამოც 1894 წლისთვის კომპანია გაკოტრების პირას იყო. ჯერარდის უმცროსმა ძმამ, ანტონ ფილიპსმა, რომელსაც ლონდონის საბროკერო ფირმაში მუშაობის გამოცდილებ ჰქონდა, კომპანიის პოზიციონირების გაუმჯობესება თავის თავზე აიღო. 1907 წელს Philips ქარხანამ დაიწყო ვოლფრამის მქონე ნათურების წარმოება, რაც სამჯერ მეტ შუქს იძლეოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები. მალე Philips-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოებული ტელევიზორების რეალური მწარმოებელი გახდა ჩინური კომპანია, რომლის შტაბი იყო ჰონგ კონგში - TP Vision Technoligy. დაგეგმილი იყო მედია ტექნიკის წარმოების გაყიდვა იაპონურ კომპანია Funai-ზე (რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მისი წარმოების კონტრაქტორი), მაგრამ გარიგება 2013 წლის ბოლოს დასრულდა. 2016 წლის 27 მაისს, განათების ტექნოლოგიის განყოფილება - Philips Lighting დამოუკიდებელ კომპანია Signifyrunl-ად გაიყო, რომლის აქციები გატანილი იყო ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე. 2017 წლის განმავლობაში Philips ჯგუფმა თავისი წილის ძირითადი ნაწილი ამ კომპანიაზე გაყიდა. 2018 წლის ბოლოს იგი უკვე ფლობ