Prima Zepter

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
0
Active ads
0
Depth
Published
2019/07/26

About

გერმანული Prima Zepter-ის უმაღლესი ხარისხის ქვაბების ნაკრები ყველაზე იაფად ქართულ ინტერნეტ სივრცეში. განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით. კომპანია Zepter International დაარსდა ავსტრიაში 1986 წელს, სერბი მილან იანკოვიჩის მიერ, რომელიც Philip Zepter-ის ფსევდონიმით უფრო ცნობილია. სწორედ ეს ადამიანია ტრანსნაციონალური კომპანიის დამფუძნებელი და ამჟამინდელი მმართველიც. Zepter-მა თავისი საქმიანობა უჟანგავი ფოლადის ქვაბების წარმოებით დაიწყო, მაგრამ დღეს საყოფაცხოვრებო პროდუქციის ფართო არჩევანს აწარმოებს. მაგალითად: მტვერსასრუტებს, წყლის გამწმენდ სისტემებს, მიქსერებსა და ცნობილ Bioptron ნათურებს. ბრენდის მთავარი „საქმიანობის სფერო“ სამზარეულო ჭურჭლის დამზადებაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, Prima Zepter აწარმოებს ქრომისა და ნიკელის ფოლადისგან დამზადებულ უჟანგავ ქვაბებს, რომელსაც შესანიშნავი თერმული თვისებები აქვს. უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Prima Zepter 12 PCS ZP-5213 წარმოებულია გერმანიაში, რომელსაც 5 ფენიანი ძირები აქვს. თავსახურის მასალა მინისაა, ხოლო აქსესუარების მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. განსაზღვრულია სითბოს რეზისტენტული სახელურები, გარდა ამისა ქვაბები ახდენს ენერგიის ეკონომიას, არ იკრავს საკვებს და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გარეცხვა. რაც შეეხება გამოყენების შესაძლებლობას, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურ და ელექტრო პლიტაზე. კომპლექტაცში შედის 2 ცალი 2.1 ლიტრიანი ქვაბი, 1 ცალი 3.9 ლიტრიანი, 2.9 ლიტრიანი, 6.6 ლიტრიანი ქვაბი და ლიტრიანი ტაფა. ასეთი ქვაბებისა და ტაფების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ საჭმლის მომზადება ცხიმის, ზეთისა და წყლის გარეშე. შესაბამისად, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების ყველაზე ნაკლები დანაკარგით. დღეს ამ ბრენდის პროდუქტები იწარმოება 7 ქარხანაში, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში, ხოლო კომპანიის ოფისები მდებარეობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. Prima Zepter პროდუქციის ასორტიმენტი და კოლექციები აღსანიშნავია, რომ კომპანია სამზარეულო ქვაბების გარდა, უამრავ სხვადასხვა პროდუქციასაც აწარმოებს. კერძოს, Zepter-ის ყველა პროდუქტი შეიძლება დაიყოს 5 კატეგორიად: Zepte