Shany
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
ამერიკული კოსმეტიკის მწარმოებელი გიგანტი Shany, უმაღლესი ხარისხის ასორტიმენტით, ფერებისა და აქსესუარების დაუსრულებელი არჩევანი, თანაც სურვილის შემთხვევაში, საბანკო განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით. 2006 წელს კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი Shany შემქნა კოლეჯის ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არა ერთი კოსმეტიკური ბრენდი იყო წარმოდგენილი, მისთვის თავიდანვე მიუღებელი აღმოჩნდა ის გაზრდილი ფასები, რომლებიც წარმოდგენილი იყო მაღალხარისხიან კოსმეტიკურ საშუალებებზე. ამ შეხედულებამ და Makeup-სადმი სიყვარულმა, ელექტრონული კომერციის განვითარების ფონზე, გადააწყვეტინა, რომ საკუთარი ბრენდის კოსმეტიკური საშუალებები ეწარმოებინა. მოკლედ, მეგობრის (დღეს უკვე მეუღლის) დახმარებით, ჩამოაყალიბა ახალი ბრენდი სახელწოდებით Shany Cosmetics . დღეს SHANY საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელია როგორც სილამაზის ინდუსტრიაში, ასევე - ელექტრონულ კომერციაში, რომლის პროდუქტები იქმნება აშშ-ში და იწარმოება ჩინეთში, კორეასა და აშშ-ში. Shany Cosmetics-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათი ელ.კომერციის საიტის საშუალებით, მაგრამ თუ გადაწყვეტთ მათი პროდუქციის საქართველოში შეძენას, აუცილებლად ეწვიეთ isurve.ge-ს საიტს, სადაც წარმოდგენილია ამ კომპანიის კოსმეტიკური საშუალებები. მაგალითისთვის რომ განვიხილოთ, ერთ-ერთი ასეთია უნივერსალური მაკიაჟი ჩანთით, რომელიც იდეალური კომპლექტია როგორც პროფესიონალი, ისე - დამწყები სტილისტებისთვის, რადგან შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება სახლის პირობებშიც. კომპლექტი მოიცავს სხვადასხვა სახის კონტურს, ტუჩსაცხს ფერებში და თვალის ლაინერებს. უფრო კონკრეტულად, წარმოდგენილია 48 სხვადასხვა თვალის ჩრდილი, თვალის 6 ფუნჯი, თვალის 2 ფანქარი, 12 ცალი ფერადი ტუჩსაცხი (მდგრადი), ტუჩის 3 ფუნჯი, 2 ცალი თხევადი ტუჩსაცხი, 2 ტუჩსაცხი, 2 კონსეილერი, 2 ჰაილაითერი, 4 რუმიანა, 1 ცალი პატარა ფუნჯი და ტყავის კოლოფი სარკით. გარდა ამისა, თუკი ხშირად მოგზაურობთ და კოსმეტიკურ საშუალებებს თან დაატარებთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ Jet Setter მაკიაჟის ჩანთა, რომელიც იდეალურია მოგზაურობისთვის და