Shmehel
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
გერმანული შედუღების აპარატები Shmehel გამორჩეული ხარისხითა და საგარანტიო პლუს საგანვადებო პირობებით. უფასო საკურიერო სერვისთან ერთად. შედუღების აპარატების გამოგონება, თანამედროვე წარმოების ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური პროგრესია, რომელმაც ბევრ მამაკაცს მნიშვნელოვნად გაუმარტივა ყოველდღიური საქმიანობა. დღევანდელ აღწერაში თანამედროვე ტიპის, Shmehel-ის შედუღების აპარატებზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა იქამდე მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ მოწყობილობის მუშაობის სპეციფიკებთან დაკავშირებით. ძნელი წარმოსადგენია სამშენებლო ინდუსტრია, რომელშიც შედუღების ტექნოლოგია არ არის გამოყენებული. პირიქით, ზოგიერთ ინდუსტრიაში, მისი წილი დღეს უკვე 65-70% -ს აღწევს. დღესდღეობით, ბაზარზე შედუღების აპარატების მრავალი სახეობაა წარმოდგენილი, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის დავალებისთვის. ერთ-ერთი ასეთია Shmehel სვარკის აპარატები. თითოეულ მოწყობილობას, რა თქმა უნდა, განსხვავებული რეიტინგი აქვს და გამოიყენება როგორც სახლის პირობებში სამუშაოდ, ისე პროფესიონალური მიზნებისათვის. ყველა მათგანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მახასიათებლები ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტიპის ტექნიკა, არამედ საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი აღჭურვილობაა, რომელიც გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელსაც Shmehel შედუღების აპარატის არჩევისას უნდა მიაქციოთ. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი და იაფი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ჩვენთან შეგიძლიათ მტრავალი ისეთი ტექნიკის ნაწარმი იპოვოთ, რასაც სხვაგან უბრალოდ ვერ ნახავთ, ახლა კი მიმოხილვას დავუბრუნდეთ. შედუღების აპარატის კლასი (საყოფაცხოვრებო და პროფესიონალი); შედუღების დენის ძალა; პირდაპირი ან ალტერნატიული დენი; ელექტროდის / მავთულის დიამეტრი, რომლითაც ინვერტორული ტიპის შედუღების მანქანა მოქმედებს; დიზაინი; წონა; პარამეტრები. შედუღების აპარატი (სვარკა) Shmehel (300A) ინვენტორული IGBT ტექნოლოგიისაა, რომელსაც შიდა გაგრილების სისტემა და დაცვის IP21 ტექნოლოგია აქვს. იზოლირების დონე - F-ია, ვოლტაჟი (V) – 220+/-15%, სიხშირე - 50/60 (Hz), გამომავალი ძაბვა