Sinbo
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
საოჯახო ტექნიკისა და თავის მოვლის აქსესუარების მწარმოებელი Sinbo ყველაზე იაფად, განვადებით და ადგილზე მიტანის საუკეთესო სერვისით საქართველოში. საოჯახო ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზეა, ამ ჯერზე გვინდა კიდევ ერთი ფირმა შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენს სახლს მრავალ ხარისხიან ტექნიკას შემატებს. მრავალი წლის განმავლობაში, Sinbo აწვდიდა თავის მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებასა და პროდუქტებს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორში . პროდუქტები, რომლებიც იწარმოება თურქეთში, იგზავნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. Sinbo აწარმოებს დიდი მოცულობით პროდუქტებს და ამავე დროს, მუდმივად ამცირებს წარმოების ხარჯებს, ანუ ამცირებს მის ღირებულებას. ამრიგად, იგი გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტებს, არამედ ხელმისაწვდომ ტექნიკასაც. მომხმარებელთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით , Sinbo მუდმივად ა მატებს ახალ პროდუქციას, თუმცა დიაპაზონი უკვე საკმაოდ ფართო აქვს . კომპანიის მიზანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ბრენდი გახდეს პოპულარული არა მხოლოდ თურქეთში , არამედ მთელს მსოფლიოში. Sinbo ბრენდის მფლობელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი მწარმოებელი Deima. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს სტამბულში, რომლის მთლიანი ბრუნვა 1 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანიის დაქვემდებარებაში შედის ოთხი საკუთარი საწარმო, რომლებიც მდებარეობს ჩინეთსა და ევროპაში. გარდა ამისა, კიდევ ოთხი დიდი ლოჯისტიკური ცენტრი მდებარეობს შუა აღმოსავლეთში, ევროპასა და ამერიკაში. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ კომპანიის პროდუქციაზე, გთავაზობთ ერთ-ერთი პროდუქციის მახასიათებლების განხილვას. ეს არის მტვერსასუტი SINBO SVC 3467G, რომელიც გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერ პოზიციას იკავებს ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც. მტვერსასრუტი კონტეინერის ტიპისაა, რომლის სიმძლავრეა 2000 W. მტვრის კონტეინერის ტევადობა 3 ლიტრია, ხოლო კაბელის სიგრძე 5 მ. აქვს ძრავის დამცავი ფილტრი და Hepa ფილტრი. შესრუტვის მილი ლითონის, ტელესკოპურია, რომლის წმენდის ტიპი მხოლოდ მშრალია და არა სველი. აღჭურვილია ციკლონური ტექნოლოგიით, რომელსაც აქვს გადახურებისგან დაცვა, სიჩქარის მარეგულირებელი, კაბელის ავტომატური დახვევა და ერგონომული დიზაინი