Super Max

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
0
Active ads
0
Depth
Published
2019/07/27

About

ახალი სიტყვა ბენზოხერხების წარმოებაში. იტალიური Super Max ყველაზე იაფად და განვადებით, უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში. Super Max ხელსაწყოები განკუთვნილია ძირითადად ხისა და ლითონის მასალების დასამუშავებლად. ქართულ ბაზარზე, Super Max -ის მხოლოდ ბენზო ხერხებია წარმოდგენილი, რომლის შეძენაც ისურვეს ოფიციალურ საიტზეც შეგიძლიათ და ამ შენაძენს ჩვენი კურიერი, ქვეყნის ყველა წერტილში, სრულიად უფასოდ მოგართმევთ. იტალიური ბენზოხერხი Super Max ძალიან გამძლე, 3 მაყუჩიანი მოწყობილობაა, რომელსაც დამატებითი ჯაჭვი და დამცავი სათვალე მოყვება. მეტი ინტერესისთვის, განვიხილოთ ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: აქვს 3 მაყუჩი და ძრავის მოცულობაა 58cc. სიმძლავრე 3.8 KW-ია, ხოლო ბრუნვის სიხშირე წუთში - 2800. შინის სიგრძე 45 სმ-ია, ავზის მოცულობა კი - 0.55 ლიტრია. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, რომლის მწარმოებელი ქვეყანა იტალიაა. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ხერხის isurve.ge-ზე შეძენის შემთხვევაში, მიიღებთ დამატებით საჩუქრებს: ჯაჭვს და დამცავ სათვალეს. ზოგადად, დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალი და პროფესიონალი მოდელები. ხელსაწყო ძალიან მარტივი აგებულებისაა და აღჭურვილია საშუალო სიმძლავრის ძრავით. გამოიყენება ხეებისა და ბუჩქების მოსაჭრელად. ამასთან, იყენებენ შეშის, მორებისა და დაფების დასაჭრელადაც. საყოფაცხოვრებო გამოყენების ხერხები შეზღუდულია გარკვეული სამუშაო რესურსებით, მაგალითად - უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატება 30-40 წუთს. მეორეს მხრივ, საკმაოდ კომპაქტურია და აქვს მცირე წონა. აღნიშნული ბრენდის გარდა, ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ გერმანული ხარისხის ბენზოხერხი CHE-RAL , რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით, დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება, როგორც Super Max ბენზო ხერხი. CHE-RAL ხერხს 2 მაყუჩი აქვს , რომლის ძრავის მოცულობა 63cc-ია. ძრავის სიმძლავრე 3.8 KW-ია, ხოლო შინის სიგრძეა 50 სმ. ავზის მოცულობა 0.55 ლიტრია, ხმის დონე კი 116 dB-მდე აღწევს. ხერხის მუშაობის პრინციპი შიდა წვის ძრავის ფუნქციონირებაა, რისთვისაც სპეციალურად გამოყოფილია მცი