Topex

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
0
Active ads
0
Depth
Published
2019/07/27

About

პოლონური ხელის ინსტრუმენტების, თავაკების და დამხმარე აქსესუარების მწარმოებელი კომპანია სუპერ არჩევნით, საუკეთესო ფასით და განვადებით, ნებისმიერ ადგილას უფასო მიტანის სერვისით შეკვეთიდან მეორე დღეს. Topex პოლონური კომპანიაა, რომელიც ხელის ინსტრუმენტებს, სპეციალიზირებულ ტანსაცმელებსა და დამცავი მოწყობილობების ფართო სპექრტს აწარმოებს. კომპანიის დაარსება პოლონეთის საბაზრო ეკონომიკის დაარსების პარალელურად - 1990 წელს მოხდა. დაარსების დღიდან, კომპანია ევროპული დისტრიბუტორების სავაჭრო პარტნიორია, რომლებიც ტექნიკური პროდუქციის რეალიზაციით არიან დაკავებულნი. 1992 წელს შეიქმნა საკუთარი ბრენდ ინსტრუმენტები - Topex , ხოლო დროთა განმავლობაში, ეს ბრენდი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთ. Topex პროდუქციის პოპულარობის გამო, შეიქმნა რამდენიმე შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ბრენდის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე. თავად Topex ბრენდი გამოიყენება ძირითადად ხელის ინსტრუმენტების ფლაგმანურ მოდელებზე. Topex ჯგუფი დღეს უკვე საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს უცხოეთში. კორპორაციის სამი საწარმო მდებარეობს პოლონეთის ფარგლებს გარეთ, ხოლო მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა ბაზარი Topex-სთან და შვიდივე შვილობილ კომპანიასთან. იმპორტიორთა შორის ძირითადად ევროპული ქვეყნებია. მთელს მსოფლიოში მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემუშავებულია ფართო და მრავალმხრივი პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქციას. კორპორაცია აწარმოებს და ყიდის ყოველწლიურად 42 მილიონზე მეტ პროდუქტს. ბრენდი სპეციალიზირებულია სახლისა და ბაღის ხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასთა დიაპაზონშია წარმოდგენილი. კომპანიის პროდუქტები შესაფერისია როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ასევე სამშენებლო ობიექტებისთვის. Topex ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ ეფექტურად შეაკეთოთ მცირე ხარვეზები და განახორციელოთ საინტერესო იდეები. საუკეთესო ბიუჯეტური დასაჯეკი ხელსაწყოები განკუთვნილია საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის: მავთულის მოჭრისთვის, რკინის ელემენტებისგან განთავისუფლებისთვის და ა.შ. დაბალფასიანი ხელსაწყოე