Verto
A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით
About
პოლონური ელექტრო ხელსაწყოების და სამშენებლო ინსტრუმენტების დიდი არჩევანი Verto-სგან. უფასო საკურიერო მომსახურება და ონლაინ საბანკო განვადება წამყვანი ქართული ბანკებისგან. Topex პოლონური კომპანიაა, რომელიც ხელის ინსტრუმენტებს, სპეციალიზირებულ ტანსაცმელებსა და დამცავი მოწყობილობების ფართო სპექრტს აწარმოებს. კომპანიის დაარსება პოლონეთის საბაზრო ეკონომიკის დაარსების პარალელურად - 1990 წელს მოხდა. დაარსების დღიდან, კომპანია ევროპული დისტრიბუტორების სავაჭრო პარტნიორია, რომლებიც ტექნიკური პროდუქციის რეალიზაციით არიან დაკავებულნი. 1992 წელს შეიქმნა საკუთარი ბრენდ ინსტრუმენტები - Topex, ხოლო დროთა განმავლობაში, ეს ბრენდი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთ. Topex პროდუქციის პოპულარობის გამო, შეიქმნა რამდენიმე შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ბრენდის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე. თავად Topex ბრენდი გამოიყენება ძირითადად ხელის ინსტრუმენტების ფლაგმანურ მოდელებზე. შვილობილი კომპანიები, რომელზეც დღეს აქცენტირებას გავაკეთებთ, ეს არის Verto, რომელსაც წარმოდგენილი აქვს ბაღისა და ეზოს მოვლის ხელსაწყოები. მათი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ საქართველოშიც, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის ოფიციალურ საიტზეც. Verto ბაღის ინსტრუმენტები შესაფერისია სახლისა და ეზოს პირობებში გამოსაყენებლად, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გამოასწოროთ მცირე ხარვეზები და განახორციელოთ საინტერესო იდეები. უშუალოდ Topex ჯგუფი დღეს უკვე საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს უცხოეთში. კორპორაციის სამი საწარმო მდებარეობს პოლონეთის ფარგლებს გარეთ, ხოლო მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა ბაზარი Topex-სთან და შვიდივე შვილობილ კომპანიასთან. იმპორტიორთა შორის ძირითადად ევროპული ქვეყნებია. მთელს მსოფლიოში მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემუშავებულია ფართო და მრავალმხრივი პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქციას. კორპორაცია აწარმოებს და ყიდის ყოველწლიურად 42 მილიონზე მეტ პროდუქტს. როგორც Verto ასევე Topex სპეციალიზირებულია სახლისა და ბაღის ხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასთა დიაპაზონშია წ