Zanussi

A collection page of ყიდვა ყველაზე იაფად ან განვადებით

category
Products
15
Active ads
0
Depth
Published
2019/07/28

About

იტალიური წამყვანი ბრენდის Zanussi-ს პროდუქციის ფართო არჩევანი. ზანუსის ნაწარმი მაღალი ხარისხით, კომფორტითა და რაც მთავარია გამძლეობით გამოირჩევა, რაც ამ ბრენდს მოწინავე პოზიციებში აყენებს. Zanussi იტალიური საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიაა, რომელიც 1916 წელს დაარსდა. 1984 წელს შეიძინა კომპანია Elextrolux -მა. ისტორია 1916 წელს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, მეწარმე ახალგაზრდამ, სახელად ანტონიო ზანუსმა, დაიწყო სამზარეულო ღუმელების წარმოება და სწრაფადვე შესძლო მრავალი ინოვაციური პროდუქტის შექმნა. 1950-იანი წლებისთვის ანტონიოს ვაჟი - ლინო ზანუსი, სათავეში ჩაუდგა კომპანიის მმართველობას, რომელსაც უკვე 300-მდე თანამშრომელი ჰყავდა. 50-იანი წლებისთვის, კომპანია ცნობილი იყო მთელს ევროპაში თავისი გაზქურებით , რომლებიც იმ დროისათვის გამოირჩეოდა კომპაქტურობით, შესრულებითა და მოხერხებულობით. 1984 წელს, Zanussi გახდა Electrolux AB Stockholm-ის ნაწილი, რომლის ინვესტიციებმა ხელი შეუწყო იტალიური დიზაინის საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვითარებას. Zanussi -ის ბრენდი აწარმოებს ეკონომიურსა და საშუალო ფასების აღჭურვილობას, რომლის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს წვრილსა და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას , ასევე კლიმატურ და პროფესიონალური აღჭურვილობის ფართო სპექტრს. კონდიციონერი ZANUSSI ZACS-07 HS/N1 მოდელი, ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელია ჩვენს საიტზე, რომელიც მახასიათებლებით სულაც არ ჩამორჩება წამყვანი ბრენდის მოდელებს. მოწყობილობის დამონტაჟება შესაძლებელია 15-20 მ² ფართში, რომელიც კედლის სპლიტ-სისტემაა. ენერგოეფექტურობის კლასი A-ია, მაგრამ ძალიან ბევრ ენეგიასაც არ მოიხმარს. აქვს ორი რეჟიმი გაგრილება-გათბობის. გაგრილების სიმძლავრეა 2190 W, გამოყენებული სიმძლავრე კი 684 W-ია. რაც შეეხება გათბობის სიმძლავრეს, ეს მაჩვენებელი 2640 W-ია, ხოლო გამოყენებული სიმძლავრე 649 W. შიდა ბლოკის ხმაურის დონეა 24 დბ, გარე ბლოკის კი - 53 დბ. მაქსიმალური ჰაერის ნაკადია 7,42 მეტრ3/წთ. ZANUSSI კონდიციონერის ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია: ვენტილაცია, ძილის რეჟიმი, ტემპერატურის ავტომატური შენარჩუნება, ტურბო რეჟიმი, თვითდიაგნოსტიკა, ავტომატური გადატვირთვა, დისტანციური მართვა და ტაიმერი. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვ